5 ივლისის საქმეზე განაჩენი 4 აპრილს გამოცხადდება

30 მარტი 2022, 19:29 1050 ნახვა

გასული წლის 5 ივლისს განხორციელებულ ჟურნალისტების ძალადობის საქმეზე განაჩენი 4 აპრილს გამოცხადდება. საუბარია "ტვ პირველის" გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას, ასევე მირანდა ბაღათურიას და "პირველი არხის" ოპერატორ ილია თვალიაშვილის ეპიზოდზე. დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვა თქვეს, ახლა მოსამართლემ უკვე გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს. ფიზიკურ ძალადობასა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას 7 ბრალდებულს ედავებიან. პროკურორის განარტებით, მათ რიგ შემთხვევაში სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტიცებულებები დაამახინჯეს,დააიგნორეს ან შეეცადნენ სამართლებრივად სხვაგვარი შეფასება მიეცათ. შეგახსენებთ, რომ  პალიტრა ნიუსის ოპერატორ ბექა მშვილდაძის ეპიზოდზე უკვე დამდგარია გამამტყუნებელი განაჩენი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში