აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გუშინ გახმოვანებული გადაწყვეტილება, ფსიქიატრიული კლინიკის ტენდერის მეშვეობით გასხვისებასთან დაკავშირებით, დღეს, პარლამენტის სხდომაზე გააკრიტიკეს. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აქცენტს, რეგიონისა და ცენტრალურ ხელისუფლებებს შორის შეუთანხმებელ გადაწყვეტილებაზე აკეთებდა. უფრო კრიტიკული შეფასებები ისმოდა ოპოზიციის მხრიდან - რომან გოცირიძე ამბობს, რომ პრივატიზაციას კორუფციის სუნი ასდის. დღის ბოლოს, განცხადება გააკეთა აჭარის ეკონომიკის მინისტრმა.