,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე - სახელმწიფო პროგრამა“ კერძო სექტორის წარმომადგენლებს გააცნეს.
შეხვედრას სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების და საფინანსო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ კერძო სექტორის წარმომადგენლებს სახელმწიფო პროგრამის მექანიზმი გააცნო.
პროექტის დასრულება უზრუნველყოფილი იქნება აჭარის მთავრობის მიერ 150 მლნ ლარის მოცულობის ფინანსური გარანტიით, უძრავი ქონების შესყიდვის ინსტრუმენტის გამოყენებით.