ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით, 17 300 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, დაიჭრა ან ტყვედ ჩავარდა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ამ დროისთვის საოკუპაციო ძალების დანაკარგები ასეთია:
ტანკი — 605 ერთეული;
ჯავშანტექნიკა — 1 723 ერთეული;
საარტილერიო სისტემა — 305 ერთეული;
თვითმფრინავი — 131 ერთეული;
ვერტმფრენი — 131 ერთეული;
საავტომობილო ტექნიკა — 1 184 ერთეული;
გემი/ნავი — 7 ერთეული;
უპილოტო საფრენი აპარატურა — 75.