ფრიდონ ხალვაშის გამზირის რეაბილიტაციისთვის 20 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება - აჭარის მთავრობა

29 მარტი 2022, 16:20 971 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ფრიდონ ხალვაშის გამზირის რეაბილიტაცია დაიწყება.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, პროექტი 20 მლნ ლარზე მეტით დაფინანსდება.

"გვქონდა კომუნიკაცია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროსა  და საავტომობილო გზების დეპარტამენტთან, მიღებულია გადაწყვეტილება და იწყება ფრიდონ ხალვაშის გამზირის რეაბილიტაცია, რომელიც წლების განმავლობაში წარმოადგენდა გამოწვევას.

პროექტი 20 მლნ ლარზე მეტით დაფინანსდება და არა უგვიანეს 10 აპრილისა გამოცხადდება შესაბამისი ტენდერი,"-განაცხადა თორნიკე რიჟაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში