ოქროსა და ბრინჯაოს მედლების მოლოდინში

29 მარტი 2022, 10:06 625 ნახვა

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს თავისუფალი სტილით ჭიდაობაში. პირველ საშეჯიბრო დღეს 10 წონითი კატეგორიიდან ხუთში დაიწყო ასპარეზობები.

კონტინენტის პირველობაზე საქართველოს სახელით მედლების მოსაპოვებლად ხუთმა ქართველმა იასპარეზა, რომელთაგანაც სამ სპორტსმენს ფინალურ ბლოკში ვიხილავთ. ზურაბ იაკობიშვილმა წინასწარი და ნახევარფინალური შეხვედრები მოიგო და დღეს ფინალში ოქროს მედლისთვის სომეხ არმან ანდრეასიანთან იჭიდავებს.

ევროპის პირველობაზე ბრინჯაოს მედლებისთვის ბექა ბუჯიაშვილი და ვლადიმერ გამყრელიძე იბრძოლებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი