საქართველოში კორონავირუსის 698 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 10 პაციენტი

29 მარტი 2022, 10:54 1018 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 698 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 036 ადამიანი გამოჯანმრთელდა, კორონავირუსით გარდაიცვალა 10 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 22 903 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 175, „პისიარ“ ტესტით – 2 728.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,05%, ბოლო 14 დღის – 3,92%, ბოლო შვიდი დღის – 3,12%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 647 243 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 622 432 გამოჯანმრთელდა, 16 730 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 855 078 აცრა, დღიურად აცრილია 1 672.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი