პარლამენტი "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს. საკანონმდებლო ინიციატივა ჯერ საკომიტეტო მოსმენებს გადის.
კანონპროექტი "ქართული ოცნების" დეპუტატებმა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის დაანონსების შემდეგ დააინიცირეს და ცვლილებებს სხვადასხვა უწყების მუშაობის გამიჯვნის საჭიროებებით ხსნიან. ამის კი ოპოზიციაში არ სჯერათ.