უკრაინა-რუსეთის ომში დაღუპულ ქართველ მებრძოლს დავით გობეჯიშვილს საქართველოში ხვალ ჩამოასვენებენ. ამის შესახებ ინფორმაცია ოჯახის წევრებს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიაწოდეს.
უკრაიანში მებრძოლი ვანო ნადირაძე ფეისბუქზე წერს, რომ დაღუპულ გმირს საქართველოში ვლოდიმირისკის ეკლესიიდან გამოასვენებენ, ის უკრაიანში მყოფ ქარველებს მოუწოდებს, სურვილის შემთხვევაში მივიდნენ მისამართზე შევჩენკოს ბულვარი 20 და ერთად მიაგონ პატივი გარდაცვლილის ხსოვნას.
დავით გობეჯიშვილი, რომელიც მანამდე აფხაზეთსა და ცხინვალში იბრძოდა, უკრაინაში დაღუპვამდე 5 დღით ადრე ჩავიდა. ის კიევთან ახლოს, ქალაქ ირპენში დაბომბვას შეეწირა.
უკრაინაში ამ დრომდე 4 ქართველი მებრძოლია დაღუპული. მათგან ორი სამშობლოში სამხედრო წესით უკვე დაკრძალეს.