ზელენსკი რუსეთს დონბასის საკითხზე დიალოგს სთავაზობს

27 მარტი 2022, 23:59 1783 ნახვა

პრეზიდენტი ზელენსკი რუსეთს ჯარის გაყვანას 24 თებერვლამდე პოზიაზე სთავაზობს და დონბასის საკითხზე მოლაპარაკების დაწყებას ჰპირდება. ამის შესახებ მან რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვას, როგორ წარმოუდგენია მას ომში გამარჯვება, ზელენსკი ასე პასუხობს: „მსხვერპლის მაქსიმალურად შემცირება, ომის ვადების შემცირება. რუსეთის ჯარების გასვლა კომპრომისულ ტერიტორიებზე - როგორც ეს 24 თებერვლამდე, თავდასხმამდე იყო. დაბრუნდნენ იქ. 

კარგად მესმის რომ რუსეთის იძულება, სრულად გაათავისუფლონ ჩვენი ტერიტორია, წარმოუდგენელია. ეს მესამე მსოფლიო ომამდე მიგვიყვანს. ყველაფერი შესანიშნავად მესმის. ამიტომაც ვამბობ: ეს არის კომპრომისი. დაბრუნდით იქ, საიდანაც ყველაფერი დაიწყო და იქ შევეცდებით გადავწყვტოთ დონბასის საკითხი, დონბასის ურთულესი საკითხი."

ზელენსკი აცხადებს, რომ ქვეყნები, რომლებიც უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს მისცემდნენ ნეიტრალიტეტის შემთხვევაში, ხელს არაფერს მოაწერენ, თუ იქ ჯარი იქნება.

„არავითარი გარანტია... ჯონსონი, ბაიდენი, დუდა, ერდოღანი? ვინ დაჯდება მოსალაპარაკებლად, თუ აქ ჯარი იქნება? ვინ რაზე მოაწერს ხელს? არაფერი იქნება. ეს შეუძლებელია. ამიტომაც არ არის საჭირო კანონში ცვლილებებს ველოდოთ. ამიტომაც, როცა რუსულმა მხარემ გვითხრა - „მოდი ჯერ შევცვალოთ კანონი და მერე გავიყვანთ ტანკებსო“, ამას ჩვენ ვუყურებთ როგორც... პოლიტიკური პროცესების ღრმად ცოდნას კანონის კუთხით“, - განმარტა პრეზიდენტმა

„შეუძლებელია რეფერენდუმი როცა აქ არის ჯარი. კონვენციის თანახმად, არავინ არასდროს დაითვლის ამ რეფერენდუმის შედეგებს, როცა ქვეყნის ტერიტორიაზე იქნება ჯარი, ან შეიარაღებული უკანონო ფორმირებები, ან კიდევ სხვა ქვეყნის კანონიერი ფორმირებები ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე“, - აღნიშნა მან.

წყარო: „უკრაინსკაია პრავდა“

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში