„მგონი დროა ეს გავიმეოროთ“ - სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტს საქართველოში იწვევს

27 მარტი 2022, 14:11 1345 ნახვა

სალომე ზურაბიშვილმა უკრაინელების მიმართ სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოთქვა და აღნიშნა, რომ უკრაინელები იბრძვიან საკუთარი ქვეყნისთვის, ყველას თავისუფლებისთვის და ხვალინდელი მსოფლიოსთვის.

მისი განცხადებით ქართველი ხალხი ელოდება, რომ საქართველოში მაღალი დონის ვიზიტორები ჩამოვიდნენ, თუნდაც აშშ-ის პრეზიდენტი.

„აქ იყო ამერიკის პრეზიდენტი, მივიღეთ ისე როგორც არცერთი სხვა ქვეყნის პრეზიდენტი და მგონი, დროა, რომ ეს გავიმეოროთ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა საქართველო-აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი