საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ბუდაპეშტში გაემგზავრა.
ხვალ, 28 მარტიდან, უნგრეთის დედაქალაქი ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს და კონტინენტურ კონკურენციაში ათი ქართველიც ჩაებმება.
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა:
57 კგ - ბექა ბუჯიაშვილი
61 კგ - თეიმურაზ ვანიშვილი
65 კგ - ბექა ლომთაძე
70 კგ - ზურაბ იაკობიშვილი
74 კგ - გიორგი სულავა
79 კგ - ვლადიმერ გამყრელიძე
86 კგ - ტარზან მაისურაძე
92 კგ - მირიან მაისურაძე
97 კგ - ელიზბარ ოდიკაძე
125 კგ - გენო პეტრიაშვილი
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატე მთავარი მწვრთნელის გიორგი იანტბელიძის ხელმძღვანელობით გამოვა.