საქართველოს ისტორიული შედეგები და მომდევნო ჩემპიონატზე 10 სპორტსმენით

27 მარტი 2022, 11:07 899 ნახვა

საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა,სადაც წარმატებით იასპარეზა ქართულმა დელეგაციამ.

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს პირველობაზე საუკეთესო შედეგები დააფიქსირა.

წელს პირველად საქართველო  სრული გუნდით წარსდგა მსოფლიო ჩემპიონატზე. 

აქამდე მსოფლიოს ჩემპიონატზებზე საუკეთესო შედეგი ელენე გედევანიშვილის მე-10 ადგილი იყო.
ახლა მორის ყვითელაშვილმა და ციგურაობის წყვილმა, კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას შემადგენლობით - მე-4 პოზიციები დაიკავა, ხოლო ანასტასია გუბანოვა მე-6 პოზიზიციაზე გავიდა. 

მარია კაზაკოვა და გიორგი რევია კი მე-15 ადგილზე გავიდნენ .
ამ შედეგებით ქართულ დელეგაციას ვაჟებში, ქალებში და წყვილებში 2-2 წარმომადგენლის გამოყვანის უფლება ექნება. შემდეგ მსოფლიოზე საქართველო 10 სპორტსმენით წარდგება. 
2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი იაპონიის ქალაქ საიტამაში 20-26 მარტს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში მსოფლიოს ჩემპიონატზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენები არ დაუშვეს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი