''ლანჩხუთი'' საქართველოს თასის მფლობელია

26 მარტი 2022, 16:05 1010 ნახვა

საქართველოს თასის  გამარჯვებული ''ლანჩხუთი'' გახდა.

ფინალურ შეხვედრას ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონმა უმასპინძლა და ერთანეთს ''ლანჩხუთი'' და ხობის ''კოლხეთი'' დაუპირისპირდნენ.

მატჩი გურულების გამარჯვებით 2-1 დასრულდა. ანგარიში მე-13 წუთზე ხატია ჭყონიამ გახსნა და ლანჩხუთლები წინ გავიდნენ. 

39-ე წუთზე გურულებმა შეცდომა დაუშვეს და შორეული დარტყმით ანა წულაიამ წონასწორობა აღადგინა.

გამარჯვების მომტანი გოლი კი 58-ე წუთზე წუთზე ხობელთა შეუთანხმებელი თამაშის შემდეგ ავტოგოლი გამოდგა.

"ლანჩხუთმა'' საქართველოს თასი უკვე ზედიზედ მეორედ მოიგო. გუნდი ასევე საქართველოს ჩემპიონატის მოქმედი გამარჯვებლიცაა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი