რუსეთის თავდაცვის მინისტრს ინფარქტი განუვითარდა

26 მარტი 2022, 13:28 1185 ნახვა

რუსეთის თავდაცვის მინისტრს ინფარქტი განუვითარდა. ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი საკუთარ ტელეგრამ-არხზე ავრცელებს.

ანტონ გერაშჩენკოს თქმით, სერგეი შოიგუს ინფარქტი მას შემდეგ განუვითარდა, რაც უკრაინაში წარუმატებელი შეჭრის გამო მკაცრი საყვედური მიიღო. ასევე გერაშენკო წერს, რომ ის რეაბილიტაციის კურსს ბირდენკოს სამხედრო ჰოსპიტალში გადის.

ცნობისთვის, შოიგუს გაუჩინარებაზე მედია 2 დღის წინ ალაპარაკდა. რუსეთის თავდაცვის მინისტრი 11 მარტის შემდეგ საჯაროდ აღარ გამოჩენილა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში