აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების სამსახური ''ბათუმელების'' სტატიას ეხმაურება 

25 მარტი 2022, 13:45 1311 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საინფორმაციო სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

''საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტები ვეხმაურებით, ონლაინ გამოცემა „ბათუმელების“ მოსაზრებას, რომელიც ჩვენი მასალის გასაკრიტიკებლად, თავდაპირველად სტატიის სახით გამოქვეყნდა.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული მედიასაშუალებისგან მსგავსი ტონი და გაშუქების ეს ფორმა არის კატეგორიულად მიუღებელი, შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური. ამასთან მიანიშნებს მაუწყებლის დისკრედიტაციის მცდელობაზე, რაც თავისმხრივ აზიანებს მაუწყებლის იდეას.  ხაზგასასმელია, რომ მოცემულ მასალაში ჟურნალისტის მხრიდან ჟურნალისტური და პროფესიული პრინციპის არც ერთი ნორმა არ დარღვეულა, შესაბამისად ჯენი კვანტალიანი არც სიძულვილის ენას იყენებს. ჩვენ, ახალი ამბების სამსახურის გუნდი, არა მხოლოდ ამ კონკრეტულ სიუჟეტში, არამედ მუდმივად ვემიჯნებით სიძულვილის ენას და ვიცავთ პროფესიულ სტანდარტებს'' - აღნიშნულია განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი