სოფელ ჯიხანჯურში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებული მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია. იგი იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა კლინიკაში გადაიყვანეს.
ხანძარი გვიან ღამით, ყოფილი მეურნეობის ორსართულიან ბინას გაუჩნდა. ცეცხლმა მთლიანად გაანადგურა ჯაყელიძეების 6 წევრიანი ოჯახის საცხოვრებელი ფართი.
ღია ცის ქვეშ დარჩენილი ჯაყელიძეები დროებით ახლობლებმა შეიფარეს.
დაზარალებულების მდგომარეობას ქობულეთის მერიის შესაბამის კომისია დღეს შეისწავლის და როგორც ამბობენ ოჯახს ბინას უქირავებენ და დაეხმარებიან.