25 მარტის მდგომარეობით, უკრაინაში, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების აგრესიის შედეგად, 135 ბავშვი დაიღუპა და 184 ბავშვი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ბავშვები ყველაზე მეტად შემდეგ რეგიონებში დაზარალდნენ: კიევი - 64, ხარკოვი - 44, დონეცკი - 46, ჩერნიგოვი - 34, მიკოლაივი - 25, ზაპოროჟიე - 26, ჟიტომირი - 15, ხერსონი - 15, სუმი - 14, კიევი - 16.