განზრახ მკვლელობისთვის ფოთში ერთი პირი დააკავეს

24 მარტი 2022, 14:10 920 ნახვა

მკვლელობა მოხდა ფოთში - მოკლულია 31 წლის მამაკაცი. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.არსებული ინფორმაციით, მკვლელობა სახლში მოხდა, სადაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფ სტუმარსა და მასპინძელს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც მასპინძელმა 31 წლის მამაკაცს თავის არეში ბლაგვი საგნით დაზიანება მიაყენა, რაც სასიკვდილო აღმოჩნდა.მეზობლებს მომხდარის დეტალებზე საუბარი უჭირთ. ამბობენ, რომ სავარაუდო დამნაშავე ქირით ცხოვრობდა.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება მიმდინარეობს 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი