ქალაქის 80%-ს უკრაინული ძალები აკონტროლებენ - ირპინის მერი

23 მარტი 2022, 17:47 694 ნახვა

ირპინის მერის ალექსანდრე მარკუშინის განცხადებით, მიუხედავად ამისა, ქალაქი გამუდმებით იბომბება, ქალაქის 80%-ს უკრაინული ძალები აკონტროლებენ.

"ჩვენი ქალაქი მუდმივად იბომბება გრადისსისტემებით, ძალიან მასიურად. თავს ესხმიან საცხოვრებელ ზონას, მრავალსართულიან შენობებს", - აცხადებს მარკუშინი. 

მარკუშინმა ასევე განმარტა, რომ ორპინში ამ დრომდე რჩება 6 000-მდე ადამიანი, მცირე ჯგუფების ევაკუაცია კი ყოველდღიურად მიმდინარეობს.

ცოტა ხნის წინ, ირპენში უკრაინის პოლიცია შევიდა. 

უკრაინის პოლიციის ხელმძღვანელის, იგორ კლიმენკოს თქმით, პოლიციის თანამშრომლები ქალაქს რუსი დივერსანტებისგან ასუფთავებენ, თუმცა ახლა მთავარი ამოცანა ირპენში მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეების დახმარება და ევაკუაციაა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი