ქედს ვიხრით ქართველი გმირების წინაშე, რომლებიც უკრაინის დაცვის დროს დაიღუპნენ - ანდრეი კასიანოვი

23 მარტი 2022, 15:57 920 ნახვა

ქედს ვიხრით ქართველი გმირების წინაშე, რომლებიც უკრაინის დაცვის დროს დაიღუპნენ, – ამის შესახებ უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა, საელჩოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ანდრეი კასიანოვის თქმით, სახმელეთო ჯარების სამეთაუროს შეტყობინებით, ქართველმა მოხალისეებმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთად, მტრის ტექნიკის კოლონა გაანადგურეს.

„უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთად, აქტიურად გვიჩვენებენ გმირობასა და სიმამაცეს მოხალისეები საქართველოდან. მათი აქტივობა ძალიან საშიში და ძლიერი ხდება მოწინააღმდეგეებისთვის. უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სამეთაუროს შეტყობინების თანახმად, ქართველმა სამხედროებმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთად, გაანადგურეს მტრის ტექნიკის კოლონა.

სამწუხაროდ, საბრძოლო მოქმედებების შედეგად არის დანაკარგები. თითოეული გმირის სიცოცხლე შეუფასებელია“, – განაცხადა კასიანოვმა.

მისივე ინფორმაციით, საქართველოში 20 000-მდე უკრაინელი იმყოფება.  58 ბავშვი უკვე სწავლობს ქართულ სკოლებში, 50-მდე ბავშვის მშობელმა კი სწავლასთან დაკავშირებით განცხადება შეიტანა. 

ანდრი კასიანოვმა მედიას უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი თვის თავზე დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში