გადაარჩინეთ უკრაინა, შეაჩერეთ ომი -ამ მოწოდებებით კვირას, 27 მარტს, ვარშავიდან პოლონური ტელეარხის ტი-ვი-პი-ს ბაზაზე უკრაინის მხარდასაჭერი საერთაშორისო საქველმოქმედო კონცერტი-მარათონი დაიწყება. პროექტის მთავარი გზავნილებია - შეაჩერეთ ომი უკრაინაში, შეაჩერეთ რუსეთი, ჩაკეტეთ უკრაინის ცა, დადექით უკრაინის გვერდით. ორსაათიანი ეთერის ფარგლებში, რომლის ტრანსლაცია ევროპისა და მსოფლიოს 20-მდე ქვეყნის ტელეარხებით, ასევე ლაივ-სტრიმინგის პლატფორმებით და სოციალური ქსელებით მოხდება, უკრაინის მხარდასაჭერად მთელი მსოფლიოდან მუსიკოსები, მხატვრები, საზოგადოებრივი აქტივისტები, მსახიობები, სპორტსმენები, მოხალისეები გამოვლენ.
ტრანსლაციის დაწყებამდე, მისი მიმდინარეობისას და დასრულების შემდეგაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო შექმნილი ჰუმანიტარული პრობლემების მოსაგვარებლად თანხა შეგროვდება.
ამას გარდა, ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით მსოფლიოს მრავალ ქალაქში ტელემარათონის ტრანსლაციისთვის ფან-ზონები მოეწყობა. ტელემარათონის გრაფიკული სიმბოლო მზესუმზირა გახდა, რომელიც უკრაინელმა მხატვარმა დანიელ სკრიპნიკმა შექმნა.
ხელოვანის თქმით, მზესუმზირის ყვავილი ახლა მთელ უკრაინას განასახიერებს. იგი დამკვირვებელია, რომელიც ირგვლივ სხვადასხვა მოვლენას ხედავს.
სხვადასხვა პერიოდში იზრდებოდა, თუმცა მხოლოდ ახლა, ყველაზე საშიშ და ემოციურ მომენტში გაიშალა.
მთელ მსოფლიოს ახსოვს გადმოხედოს უკრაინას და თითოეულ უკრაინელს. იგი სინათლეს ითხოვს - ამბობს გრაფიკული სიმბოლოს ავტორი.