ბათუმის სამშობიარო სახლის პარტნიორების აქცია

23 მარტი 2022, 14:35 1048 ნახვა

იოსებ ჩარკვიანის სახელობის ბათუმის სამშობიაროს პარტნიორებმა აქცია გამართეს. მათი განცხადებით, მიმდინარეობს სამშობიარო სახლის მიზანმიმართული განადგურება,  უკანონოდ არაპარტნიორების მიერ აქციების შესყიდვა  და პარტნიორების გადაბირება.

2019 წელს პარტნიორების უმრავლესობის  მიერ არჩეული დირექტორის ნანა შერვაშიძის განცხადებით, სამშობიარო სახლის შენობით დაინტერესებულია საკრებულოს ყოფილი წევრი მიხეილ ართმელაძე, რომელიც ბათუმში არაერთი სამედიცინო კლინიკის მფლობელია.  3 წელია პარტნიორებსა და სამშობიაროს დირექტორს ჯუმბერ უნგიაძეს, ასევე ქვემოიჯარეებს  შორის სასამართლო დავა მიმდინარეობს.

ნანა შერვაშიძის ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოგებულ გადაწყვეტილებებზე აღსრულება არ ხდება და ვერ ახერხებს არჩეულ თანამდებობაზე საქმიანობის განხორციელებას. 

აქციის მონაწილეები  სამშობიარო სახლის ირგვლივ მიმდინარე პროცესებით  დაინტერესებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარესაც სთხოვენ. მიხეილ ართმელაძე სიტყვიერი კომენტარით შემოიფარგლა. ის ბრალდებებს უარყოფს და განმარტავს, რომ მხარეებს შორის დავაში არ ერევა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში