ქართველი მებრძოლების გადმოსვენების პროცესი

23 მარტი 2022, 10:06 1114 ნახვა

უკრაინაში დაღუპულ დავით რატიანს და  გიორგი ბერიაშვილს რამდენიმე საათში  საქართველოში  ჩამოასვენებენ  - ინფორმაციას უკრაინაში მყოფი  დავით ქაცარავა ავრცელებს.

რამდენიმედღიანი პროცედურების შემდეგ დაღუპულ ქართველ მებრძოლებს  სამშობლოში ვარშავიდან პირდაპირი რეისით თბილისის დროით  გამთენიისას  გადმოასვენებენ. 

აეროპორტში დაღუპულ  მებრძოლებს მოქალაქეები პატივს მიაგებენ და  უკრაინისა და საქართველოს დროშებით დახვდებიან.  

ამ დრომდე ვერ ხერხდება კიდევ ერთი მებრძოლის  ბახვა ჩიქობავას ცხედრის გამოყვანა მარიუპოლიდან.

ქართველი მებრძოლები უკრაინაში რუსეთის აგრესიას ემსხვერპლნენ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი