საქართველოში კორონავირუსის 817 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი

23 მარტი 2022, 10:50 969 ნახვა

საქართველოში კოვიდინფიცირების 817 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსისგან 3 017 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 553 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 030 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 523 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.47%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.64% ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.45%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 817 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 374 შემთხვევა, აჭარა - 39, იმერეთი - 105, ქვემო ქართლი - 33, შიდა ქართლი - 44, გურია - 54, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 81, კახეთი - 53, მცხეთა-მთიანეთი - 22, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 22 810. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი