აშშ და ნატო მიიჩნევენ, რომ ბელარუსი მალე უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთს შეიძლება შეუერთდეს - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "CNN"-ს აშშ-ისა და ნატოს ოფიციალურ პირებზე დაყდნობით ავრცელებს.
ნატოს სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, ბელარუსის კონფლიქტში ჩართვის ალბათობა იზრდება.
გამოცემა ბელარუსის ოპოზიციურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბელარუსის საბრძოლო ნაწილები მზად არიან უახლოეს დღეებში უკრაინაში შეიჭრან.
NATO-ს სამხედრო მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ბელარუსის ომში ჩართვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მოსკოვში იქნება მიღებული.
ოფიციალური პირები ვერ აკონკრეტებენ თუ რა ფორმით შეიძლება ჩაერთოს ბელარუსი უკრაინის წინააღმდეგ ომში. ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, ბელარუსმა მონაწილეობა მიიღოს დასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეფერხებაში.