პოლონეთის ხელისუფლება შეერთებულ შტატებს სთავაზობს, განიხილოს საკითხი რუსეთის "დიდი ოცეულიდან" (G20) გარიცხვის თაობაზე, - ამის შესახებ უცხოური მედია პოლონეთის განვითარებისა და ტექნოლოგიების მინისტრზე პეტრ ნოვაკზე დაყრდნობით იტყობინება.
„ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებზე, მათ შორის აშშ-ის ვაჭრობის მდივან, ჯინა რაიმონდოსთან შეხვედრაზე გამოვთქვით ინიციატივა რუსეთის „დიდი ოცეულიდან“ გარიცხვის თაობაზე, რასაც დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ახლა ეს საკითხი პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს უნდა გადაეცეს“, - აცხადებს ნოვაკი.
პეტრ ნოვაკის განცხადებით, რუსეთის ადგილი მსოფლიოს ყველაზე დიდი ეკონომიკების ფორმატში სწორედ პოლონეთმა უნდა დაიკავოს.
საკითხზე ამერიკულ მხარეს ჯერჯერობით ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებია.