აფთიაქებში თურქეთიდან შემოტანილი 50-მდე მედიკამენტია ხელმისაწვდომი, გრძელდება ახალი მედიკამენტების რეგისტრაციაც - მინისტრი

22 მარტი 2022, 11:55 1302 ნახვა

ჩვენს გვერდზეც გამოვაქვეყნეთ კონკრეტული ქსელები, სადაც ხელმისაწვდომია თურქული მედიკამენტები, უკვე 50-მდე მედიკამენტია. აქტიურად გრძელდება ახალი მედიკამენტების რეგისტრაციაც, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

„რა საკვირველია, აფთიაქების რაოდენობა გაიზრდება და ყოველდღიურად იზრდება. გუშინ ჩვენს გვერდზეც გამოვაქვეყნეთ კონკრეტული ქსელები, სადაც ხელმისაწვდომია აღნიშნული მედიკამენტები, უკვე 50-მდე მედიკამენტია. აქტიურად გრძელდებოდა ახალი მედიკამენტების რეგისტრაციაც, მაგრამ ჩვენ ტექნიკური შესაძლებლობა ვნახეთ, რომ ყველა ის მედიკამენტი, რომელიც შესაძლებელი იყო პროაქტიურად დაგვერეგისტრირებინა, განაცხადების გარეშე დავარეგისტრირეთ. ფარმაცევტულ ბაზარსაც შეუძლია თამამად, ყოველგვარი ბიუროკრატიის გარეშე პირდაპირ შემოიტანოს მედიკამენტები და ეს მედიკამენტები უკვე რეგისტრირებულია პარალელური რეჟიმით“, - აღნიშნა მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი