უკრაინას რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებების შეგროვებაში დავეხმარებით - პენტაგონი

22 მარტი 2022, 10:38 846 ნახვა

პენტაგონი უკრაინას რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებების შეგროვებაში დაეხმარება. ამის შესახებ ბრიფინგზე პენტაგონის პრესმდივანმა განაცხადა.  ჯონ კირბის თქმით, აშშ თავის წვლილს შეიტანს მიმდინარე საგამოძიებო პროცესში.

„უდავოდ ვხედავთ მკაფიო მტკიცებულებებს, რომ რუსეთის ჯარები ახორციელებენ სამხედრო დანაშაულებს და ჩვენ დავეხმარებით  მტკიცებულებების შეგროვებაში“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი