უმცირდება თუ არა პრეზიდენტს უფლებები? 

21 მარტი 2022, 15:06 961 ნახვა

კონსტიტუციასა და “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანულ კანონს შორის ცდომილებაა, ახლა კი დაწყებულია მუშაობა მათი შესაბამისობაში მოყვანაზე - ამბობენ მმართველ გუნდში.

საუბარია იმაზე, რომ როდესაც კონსტიტუციურ ორგანოს შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართოს, ხდება ნორმის გასაჩივრება და არა კონკრეტული ქმედების.

გივი მიქანაძის განცხადებიდანვე ირკვევა, რომ აქამდე ამის საჭიროება არ იყო, ახლა კი კონკრეტულ შემთხვევასთან აქვთ საქმე. 

შეგახსენებთ პრეზიდენტმა ელჩის რამდენიმე კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა, მთავრობამ კი გადაწყვეტა შესაბამისი სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს.

დღეს ჟურნალისტებმა საკანონმდებლო ორგანოში სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანი დააფიქსირეს.  

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი