უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, კიევში პოდოლსკის რაიონში სავაჭრო ცენტრის დაბომბვისას 8 ადამიანი დაიღუპა.
უწყების განცხადებით, 20 მარტს ღამით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა, საერთაშორისო სამართლის დარღვევით და ომის წარმოების აკრძალული საშუალებების გამოყენებით, სარაკეტო დარტყმა განახორციელეს კიევის პოდოლსკის რაიონზე, სადაც დანგრეულია სავაჭრო ცენტრი.
დაზიანებულია მიმდებარე საცხოვრებელი კორპუსების ფანჯრები და იქვე გაჩერებული მანქანები.