აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადება

21 მარტი 2022, 10:47 442 ნახვა

,,ვლადიმერ პუტინი უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის ბრძანებას იძლევა, რადგან მისი არმია სამხედრო წარუმატებლობას განიცდის, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა. 

ლოიდ ოსტინის თქმით, რუსეთმა უკრაინაში შეჭრისას სერიოზული შეცდომები დაუშვა, რუსული ჯარები  კი არ არიან ეფექტური ადგილზე მანევრების თვალსაზრისით და ძირითადად გაჩერებული არიან.

პენტაგონის ხელმძღვანელმა დასძინა, რომ უკრაინელებმა გამოიჩინეს „მნიშვნელოვანი მონდომება“, ეფექტურად გამოიყენეს შეერთებული შტატების მიერ მიწოდებული იარაღი, აღჭურვილობა და, შესაბამისად, გაანადგურეს მტრის გეგმები.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში