მარიუპოლი ბოლო ევროპელმა დიპლომატმა დატოვა

21 მარტი 2022, 10:46 612 ნახვა

მარიუპოლში საბერძნეთის გენერალური კონსული  ბოლო ევროპელი დიპლომატი იყო, რომელმაც   უკრაინის ეს საპორტო ქალაქი დატოვა.    41 წლის  მანოლის  ანდროულაკისს ათენის აეროპორტში  მეუღლე და 7 თვის შვილი დახვდნენ.

უკრაინაში რუსული საოკუპაციო ძალების შეჭრის შემდეგ  ბერძენი  დიპლომატი საბერძნეთის ათობით მოქალაქეს და ეთნიკურად ბერძენს  მარიუპოლიდან ევაკუაციაში დაეხმარა.  თავად დაბომბილი ქალაქი  სამშაბთს დატოვა  და  საბერძნეთის 10 მოქალაქესთან ერთად  ჯერ  მოლდოვიდან რუმინეთში, იქედან კი საბერძნეთში გადაფრინდა.  

ანდროულაკისის  თქმით, მარიუპოლში უკვე 2 კვირაზე მეტია  უამრავი ადამიანი  რუსული ამძევალია. მთლიანად  განაგურებულია ქალაქის ინფრასტრუქტურა, არ არის ელექტროენერგია, გაზი, წყალი.

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მონაცემებით, მარიუპოლში  აგრესორების სარაკეტო იერიშს 10 ეთნიკურად ბერძენი ემსხვერპლა. საბერძნეთის 150-ზე მეტი  მოქალაქე ევაკუირებულია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში