დღეს გაზაფხულის ბუნიაობაა - კალენდარული ზამთარი დასრულებულია, ნამდვილი გაზაფხულის მოსვლის მიუხედავად, მომდევნო 1 კვირა არასტაბილური და ცივი იქნება.
საქართველოში ნამდვილი გაზაფხული 29 მარტიდან გაჩაღდება, დღის ტემპერატურა +16, +18 გრადუსს გადააჭარბებს და მზიანი დღეები გვექნება.
რა არის ბუნიაობა? ეს არის ფენომენი, რომელიც წელიწადში ორჯერ ხდება — გაზაფხულსა და შემოდგომაზე და აღნიშნავს წერტილს, როცა მზე ეკვატორის მიმართ ზენიტშია, ანუ ზუსტად მის თავზე დგას და ჩრდილოეთი და სამხრეთი ნახევარსფეროები სინათლისა და სითბოს თანაბარ რაოდენობას იღებენ.
ამის შემდეგ, მზე ეკვატორს გადაკვეთს და თანდათან ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გადაინაცვლებს.
ბუნიაობის დროს, დღისა და ღამის ხანგრძლივობა თანაბარია.