„სუმიხიმპრომის“ ქიმიური მრეწველობის ქარხანაში ამიაკის გაჟონვა მოხდა, - ამის შესახებ სუმის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი ჟივიცკიმ განაცხადა.
"დაზარალებული ტერიტორია ამჟამად დაახლოებით 2,5 კმ-ია. ქარის მიმართულებიდან გამომდინარე, სოფელ ნოვოსელიცას საფრთხე ემუქრებოდა.
ახლა ადგილზე ქარხნის სასწრაფო დახმარების ბრიგადები და საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური მუშაობენ.
სუმის საფრთხე ჯერ არ არსებობს: ქარის მიმართულებიდან გამომდინარე"- აცხადებს ჟივიცკი.