უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას მაღალი იერარქიის სასულიერო პირები აფასებენ. ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა უკრაინელ ხალხს თანადგომა გამოუცხადა და თქვა, რომ რუსეთი ოკუპანტია.
სასულიერო პირები იმედოვნებენ, რომ საომარი მოქმედებები თავისუფლებისთვის მებრძოლი უკრაინელების გამარჯვებით დასრულდება.
უკრაინელი ხალხის მშვიდობისთვის დღეს საქართველოს მართლმადიდებლურ ტაძრებში პარაკლისი ჩატარდა.
სამების ტაძარში პარაკლისს უკრაინის ელჩი საქართველოში, იგორ დოლგოვი ესწრებოდა.