კიდევ ერთი ქართველი ემსხვერპლა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს. რუსეთის აგრესიას ბახვა ჩიქობავა შეეწირა. ჩიქობავა ოკუპანტებმა მარიუპოლის დაცვისას მოკლეს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი რუსეთის შეიარაღებული ძალების საარტილერიო თავდასხმისას დაიღუპა.
საქართველოს ყველა ომის მონაწილე და ქვეყნის შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედრო მოსამსახურე ბოლო წლების განმავლობაში უკრაინულ „აზოვის ბატალიონში“ ირიცხებოდა.
ეს არის ინფორმაცია რაც ამ დროითვის არის ცნობილი.