უკრაინაში დაღუპული საქართველოს მოქალაქეების გია ბერიაშვილის და დავით რატიანის სამშობლოში გადმოსვენებას სახელმწიფო უზრუნველყოფს

18 მარტი 2022, 21:30 904 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინაში დაღუპული საქართველოს მოქალაქეების, გია ბერიაშვილის და დავით რატიანის სამშობლოში გადმოსვენებას სახელმწიფო უზრუნველყოფს.

უწყების ცნობით, უკრაინაში საქართველოს საელჩოს დაწყებული აქვს შესაბამისი პროცედურები.

დღეს, უკრაინაში კიევის ოლქში, ირპენთან საბრძოლო მოქმედებებისას 2 ქართველი მოხალისე მებრძოლი დაიღუპა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი