უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

18 მარტი 2022, 12:05 1128 ნახვა

ომის 23-ე დღეს უკრაინაში. 2 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ავრცელებს, რომელიც უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობს.

 არსებული ინფორმაციით, მებრძოლები  აფეთქებებს შეეწირნენ, რომელიც ქალაქ კიევთან ახლოს მოხდა,  არიან დაჭრილებიც.

რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი დაახლოებით 10 კაციან ჯგუფს გაუხსნა. ჯერ უცნობია აფეთქებისას რამდენი ჯარისკაცი დაიჭრა. ახლა ისინი უსაფრთხო ტერიტორიაზე იმყოფებიან.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე  5 ქართველი სამხედრო დაიჭრა. ისინი ამ დრომდე საავადმყოფოში არიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი