ლატვიამ, ესტონეთმა და ლიეტუვამ 10 რუსი დიპლომატი გააძევეს

18 მარტი 2022, 18:17 731 ნახვა

ლატვიამ, ესტონეთმა და ლიეტუვამ თავიანთი ქვეყნებიდან 10 რუსი დიპლომატი გააძევეს.

ლიეტუვამ ოთხი რუსი დიპლომატი გააძევა, ხოლო ლატვიამ და ესტონეთმა  სამ-სამი.

ესტონეთის წარმომადგენლის განცხადებით, სამივე დიპლომატი უშუალო და აქტიურ მონაწილეობას იღებდა ესტონეთის უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრასა და პროპაგანდის გავრცელებაში. ასევე, ამართლებდა რუსეთის აგრესიას უკრაინაში. ტამსაარმა რუსეთის ელჩი კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ ესტონეთი ურყევად უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მომავალშც გამოიყენებს ყველა საშუალებას უკრაინის მხარდასაჭერად.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით,  რუსი დიპლომატები უკრაინასთან სოლიდარობის ნიშნად გააძევეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი