საწვავი კიდევ გაძვირდა

18 მარტი 2022, 14:59 1188 ნახვა

საწვავი ისევ გაძვირდა. ავტოგასამართ სადგურებზე  უმაღლესი ხარისხი საწვავის ფასი 3 ლარსა და 95 თეთრამდე ავიდა, ევრო რეგულარი კი 3 ლარი და 73 თეთრია.

ბოლო ორ კვირაში საწვავზე ფასმა საშუალოდ 30 თეთრით მოიმატა. საწვავზე ფასების ზრდის ფონზე ეტაპობრივად ძვირდება მუნიციპალიტეტებამდე გადაადგილება.

მგზავრების ინფორმაციით შუახევის მიმართულებით მგზავრობა 2 ლარამდე გაძვირდა, ასევე გაიზარდა ფასი ქედის მიმართულებითაც.

წლის დასაწყისში ლონდონის სასაქონლო ბირჟაზე 1 ბარელი ნავთობის ფასი 80 დოლარიდან  140- მდე გაიზარდა ომის შემდეგ. ლარი კი შედარებით მყარდება.

1 ამერიკული დოლარის შეძენა 3 ლარად და 21 თეთრადაა შესაძლებელი.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში