დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაზე განურჩეველ თავდასხმებს გმობენ და რუსეთს მოუწოდებენ, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები.
მინისტრები მოითხოვენ, რომ რუსეთის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ შეასრულოს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს დადგენილება უკრაინაზე, მის მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის საავადმყოფოებსა და სკოლებზე თავდასხმასთან დაკავშირებით და დაუყოვნებლივ გაიყვანოს შეიარაღებული ძალები. ასევე მოითხოვენ, რომ რუსეთმა შეასრულოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და კანონით ადამიანის უფლებათა შესახებ ნაკისრი ვალდებულებები.
ასევე, უზრუნველყოს, ჰუმანიტარული წვდომა, ისევე როგორც ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდოს მარიუპოლსა და ალყაში მოქცეულ სხვა ქალაქებს.
ასევე ხაზი გაუსვეს, რომ სამხედრო დანაშაულისთვის პასუხისმგებელი პირები, მათ შორის სამოქალაქო პირების წინააღმდეგ შეიარაღების განურჩევლად გამოყენებისთვის, პასუხისგებაში მიეცემიან.