უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსი სამხედროების დედებს მიმართა და მოუწოდა, გადაამოწმონ, სად არიან მათი შვილები.
ზელენსკის თქმით, დაღუპულების გარდა, მათ ათასობით ტყვე ჰყავთ, ინფორმაციის მოძიება კი ინტერნეტში გავრცელებული ნომრების საშუალებით არის შესაძლებელი.
„ყველა დედამ, რომელმაც იცის, რომ შვილი გაგზავნა უკრაინის წინააღმდეგ ომში, უნდა შეამოწმოს, სად არის მისი შვილი. განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ვერ დაუკავშირდნენ თავიანთ შვილებს, უთხრეს, რომ მათი შვილები დაიღუპნენ და ცხედრები არ დააბრუნეს. ჩვენ არ ვგეგმავდით ათასობით ტყვის აყვანა. არ გვჭირდება 13 ათასი დაღუპული რუსი ჯარისკაცი. ჩვენ ეს არ გვჭირდება. ჩვენ არ გვინდოდა ეს ომი. ჩვენ გვინდა მხოლოდ მშვიდობა. გვინდა, გიყვარდეთ თქვენი შვილები იმაზე მეტად, ვიდრე თქვენი ხელისუფლების გეშინიათ“, - განაცხადა ზელენსკიმ.