საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადის გაკეთებასთან დაკავშირებით ირლანდიის პარლამენტის ევროპის საქმეთა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის ელჩები მიიწვიეს.
საგარეო საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი იყო, რომ დეპუტატებს და სენატორებს ელჩებისგან მოესმინათ ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე ომის, ასევე საქართველოსა და მოლდოვაში არსებული ვითარების შესახებ.
ირლანდიის პარლამენტი მხარს უჭერს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადების ერთობლივად განხილვას და მიესალმება მათ შემდგომ გაწევრიანებას ორგანიზაციაში.