ორი საჩემპიონო ქამარი, ოქროსა და ვერცხლის მედლები, _ ასეთია აჭარის კიკბოქსინგის აკადემიის ნაკრების მონაგარი ერევანში K-1 -ის ვერსიით გამართულ საერთაშორისო ტურნირზე კიკბოქსნინგში. ჩემპიონები და ქამრის მფლობელები ლუკა ედიშერაშვილი და ნიკა მგელაძე გახდნენ. საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ლუკამ და ნიკამ სომეხი და ირანელი მეტოქეები დაამარცხეს. კიკბოქსინგის სამოყვარულო ტურნირში, რომელიც პარალელურად მიმდინარეობდა, ოქრო-ვერცხლი ბთუმელების მათე დიმიტრაძისა და დემეტრე მოდებაძის ანგარიშზეა. სექტემბერში იტალიაში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება, რისთვისაც ბათუმელმა სპორტსმენებმა მზადება უკვე დაიწყეს, თუმცა მანამდე აკადემიის მებრძოლებს საქართველოს ჩემპიონატი ელოდებათ. აჭარის კიკბოქსინგის ისტორიაში ბათუმელმა სპორტსმენებმა საჩემპიონო ქამრები პირველად მოიპოვეს.