ინტენსიური თოვის შედეგად ზვავი ჩამოწვა ხულოს სოფელ ღორჯომის ცენტრალურ გზაზე. გადაადგილება შეუძლებელია მიმდებარე სოფლებში. აჭარის საგზაო დეპარტამენტის ტექნიკა ტერიტორიას თოვლისა და მიწის მასისგან ასუფთავებს, თუმცა ზვავის საფრთხე ისევ არსებობს. მაღალმთიან აჭარაში დილიდან თოვს, მაღალი ზონის სოფლებში გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტისთვისაა დაშვებული. საგზაო დეპარტამენტში გვითხრეს, რომ შიდა სასოფლო გზები იწმინდება და ცენტრალურ მაგისტრალზე შეფერხებები არ არის.