უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ქალაქ ხარკოვში სულ მცირე 500 მცხოვრები მოკლეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სამსახური ავრცელებს.
ხარკოვი უკრაინაში სიდიდით მეორე ქალაქია, რომელიც ინტენსიურად იბომბება. რუსი სამხედროები ქალაქის ალყაში მოქცევას ცდილობენ.
ბოლო ერთ დღეში ხარკოვში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვას ორი ადამიანი ემსხვერპლა.