უკრაინაში რუსეთის საომარი ქმედებებს უკრაინელი მორაგბე ვოლოდიმირ სტელმახი შეეწირა. კლუბ „რავნოს“ 27 წლის მოთამაშე კიევის დაცვის დროს დაიღუპა. „დაწყევლილი მტრისგან საკუთარ ქვეყანას იცავდა.
1995 წელს დაბადებული სტელმახი გმირულად დაიღუპა. ჩვენ მას არასდროს დავივიწყებთ! ჩვენ ამას რუსეთს არასდროს ვაპატიებთ“ - წერია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომში ბევრი სპორტსმენია ჩართული.
მაგალითად, მოქმედი სპორტსმენებიდან ამჟამად ოლექსანდრ უსიკი და ვასილი ლომაშენკო იბრძვიან. ასევე უკრაინის ლეგენდარული მოკრივე ძმები კლიჩკოები იცავენ.