ქობულეთი-ბათუმის მიმართულებით მგზავრობა 2 ლარი და 50 თეთრი გახდა, ტარიფი 50-თეთრით გაიზარდა. მგზავრები ამბობენ, რომ მათთვის ყოველდღიურად ამ თანხის გადახდა რთულია, რადგან ისინი სამსახურის გამო ყოველდღე იყენებენ ტრანსპორტს.
გაზრდილ ტარიფთან დაკავშირებით ვკითხეთ კომპანიას, რომელსაც ეკუთვნის საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურება, თუმცა ისინი სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ, ასევე კამერებთან არ ისურვეს საუბარი მძღოლებმა, რომლებიც პირად საუბარში აცხადებენ, რომ ტარიფის მატება საწვავის ფასის ზრდამ გამოიწვია.