ქართველები მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდნენ

16 მარტი 2022, 09:53 519 ნახვა

მსოფლიოს ჭიდაობის გაერთიანებამ ბერძნულ-რომაულ სტილში განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. 10 წონითი კატეგორიიდან ოთხში საქართველოს ნაკრების წევრები საუკეთესო ოთხეულში არიან.

130 კილოგრამ წონით კატეგორიას იაკობ ქაჯაია ლიდერობს. ამ წონაში მეორე ადგილზე კუბელთა ლეგენდარული მოჭიდავე, ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი მიხაილ ლოპეს ნუნიესია. 63 კილოგრამ წონით კატეგორიას ირანელი დალხანი ლიდერობს, მეორე ადგილზე ლერი აბულაძეა.

67 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლიდერი ირანელი გერაია, მეორე პოზიციაზე კი ქართველი რამაზ ზოიძეა. 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში ნუგზარ წურწუმია მეოთხე პოზიციაზეა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი